მინდია და იმედა

ეს ამბავი დიდი ხნის წინ, ერთ სოფელში მოხდა. ეს სოფელი არც ერთ ქვეყანაში არ იყო, რადგან იმ დროს ჯერ ქვეყნები არ არსებობდა – ადამიანები პატარ-პატარა სოფლებში ცხოვრობდნენ:  მიწაზე შრომობდნენ,  პირუტყვს მწყემსავდნენ და  საკუთარი სოფლის იქით რა ხდებოდა, არ იცოდნენ. მხოლოდ  ბატონს ჰქონდა უფლება დაეტოვებინა ეს მიწა. დანარჩენებს თავისი საქმის კეთება და დღე და ღამ შრომა ევალებოდათ.

ამ სოფელს მინდისი ერქვა და ეს სახელიც ბატონის პაპის პაპის შერქმეული იყო. არავინ იცოდა, რატომ. მხოლოდ ის ახსოვდათ, რომ მათ წინაპრები მომთაბარეობის შემდეგ ამ ადგილას დასახლდნენ. ხალხს ზედმეტი კითხვებისთვის არ ეცალა – მთელ დროს სარჩო- საბადებლის მოპოვებებზე ზრუნვაში ატარებდნენ და მოწული მოსავლის დიდ წილს ბატონს უხდიდმნენ ხარკად.

სოფლის თავადს ლამაზი ცოლი ჰყავდა, რომელსაც ერთი ჩვევა ჰქონდა –  სილამაზის შესანაჩუნებლად რძეში  ბანაობდა ხოლმე. თოთოეული გლეხი ვალდებული იყო,  ბატონისთვის რძე ყოველდღე მიერთმია. ბატონი სოფლის გვერდით, ბორცვზე აშენებულ მაღალი გალავნით შემორტყმულ ციხე-დარბაზში ცხოვრობდა. მისი ნათალი ქვის სასახლე მედიდურად  გამოიყურებოდა სოფელს, სადაც უბრალო ხალხის თივით გადახურული ღარიბული ქოხმახები იდგა. თავადის სასახლეს აბჯარასხმული  და ხმლებით შეიარაღებული რაზმი იცავდა. სოფლის ხალხს იარაღის ქონა ეკრძალებოდათ, თავადის რაზმი კი სხვა სოფლებდან მოყვანილი მეომრებისგან შედგებოდა, იმიტომ, რომ სოფლელები არ შეცოდებოდათ და თანაგრძნობის გარეშე აეკრიფათ ხარკი.

მინდისს  თავისი ლგენდები და თქმულებებიც  ჰქონდა:  აქ ყველას სჯეროდა, რომ სოფლის სამხრეთით მდებარე უღრანი ტყით დაფარული მთა დრაკონებისა იყო, რომელთაც სასწაულმოქმედი ძალა ჰქონდათ. საკუთარი თვალით არავის ენახა დრაკონი.  ღამ–ღამობით კი სოფლის თავზე  უცნობი არსების ფრთების შხუილი ისმოდა. ამიტომაც, ღამით გარეთ გასვლას ვერავინ ბედავდა, ყველა საკუთარ ქოხში იყო შეყუჟული. მინდისის არც ერთ მცხოვრებს ღამის ვარსკვლევებით მოჭედილი ცა და მთვარე არ ჰქონდა ნანახი.

Continue reading

Posted in ზღაპარი, საკითხავი | Tagged , , , , , , , | Leave a comment

ზღარბი ხუჭა

ეს ამბავი ერთ მწვანე ქვეყანაში მოხდა. ეს ქვეყანა მთლიანად ხეებით, ბუჩქებით და ბალახით იყო და ფარული, ამის გამო ერქვა ამ ქვეყანას მწვანე. მწვანე ქვეყანაში ჩამოედინებოდა ერთი პატარა, მაგრამ სწრაფი მდინარე. მდინარის ერთ ნაპირზე ბედნიერად ცხოვრობდნენ ზღარბები. ზღარბებს არ უწევდათ საკვების ძებნა, მდინარის ნაპირზე ჩამწკრივებული ვაშლის ხეები ისხავდა ტკბილ ნაყოფებს ხიდან ჩამოვარდნილ ვაშლებს კი ზღარბები გემრიელად შეექცეოდნენ.

მათ შორის ყველაზე გამბედავები ზურგს უშვერდნენ ხეზე დაკიდებულ მწიფე ვაშლებს. ქარით შერხეული ტოტებიდან მოწყვეტილი ხილი ზღარბებს ეკლიან ზურგზე ეცემოდათ, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ… რომელი უფრო დიდ ვაშლს მიიტანდა სახლში. კKიდევ ზღარბებს უყვარდათ თამაში, ისინი თავისებურად, ზღარბულად, ბურთივით მრგვალდებოდნენ და დაღმართზე გორდებოდნენ.გორაობა რომ მოსწყინდებოდათ დახუჭობანას თამაშობდნენ. მათ ეხალისებოდათ დამრგვალება-დახუჭვა და ერთმანეთის ძებნა-პოვნა.

Continue reading

Posted in ზღაპარი, საკითხავი, Uncategorized | Tagged , , , , | Leave a comment

თაგვის წელიწადი

ერთ დიდ, ხმაურიან ქალაქში ცხოვრობდა პატარა ბიჭი. ბიჭს სახელად ნიკა ერქვა. ნიკას ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა და ქალაქის სხვა უბანში გადავიდა. ნიკამ ახალ ადგილას მოიწყინა, მეგობრები ძველ უბანში დატოვა ახალი კი ჯერ არ სეეძინა. ის დილით მიდიოდა ახალ სკოლაში, შუა ღით ბრუნდებოდა სახლში, სწავლობდა გაკვეთილებს და მთელ დღეს მარტო ატარებდა. ახლოვდებოდა ახალი წელი, მთელი ქალაქი დღესასწაულის შესახვედრად ემზადებოდა. მომავალი ახალი წელიწადი აღმოსავლური კალენდრით თაგვის იყო. ნიკამ მშობლებს სთხოვა მისთვის თეთრი თაგვი ეყიდათ. მშობლებმა შეუსრულეს თხოვნა და წაიყვანეს თაგვის შესაძენად ქალაქის ერთ ადგილას მოწყობილ ხოველთა ბაზრობაზე. აქ ნიკამ ნახა გასაყიდად გამოყვანილი მრავალნაირი ცხოველი: ზაზუნები, სხვადასხვა გვარი ჩიტები, ძაგლის ლეკვები. ნიკამ ბოლოს მიაგნო გასაყიდ თაგვებსაც. ბევრ თეთრ თაგვებს შორის მან თეამჩნია განმარტოვებული, მოწყენილი პატარა შავ- თეთრი თაგუნა. ის ერთი იყო ასეთი შეფერილობის. ნიკამ გაიფიქრა, ალბათ ეს თაგვი ჩემსავით მარტოა, მეგობრების გარეშე, შეეცოდა პატარა თაგუნა და მამას სთხოვა მისი ყიდვა. მამამ შეუსრულა თხოვნა და სახლში სამნი დაბრუნდნენ, ნიკა, მისი მამა და თაგვი.

Continue reading

Posted in ზღაპარი, საკითხავი | Tagged , , , , | Leave a comment

მარტოდ ტყეში

ეს ამბავი ერთ მარადმწვანე ტყეში მოხდა. ამ ტყეში ხეები მთელი წლის განმავლობაში მწვანე წიწვებით იყო დაფარული. წიწვები ზოგს გრძელი ,ზოგს მოკლე, მაგრამ ყველას ნემსივით მჩხვლეტავი ქონდა. ზამთარში მოსულ თოვლს და სიცივეს ზაფხულის სიცხე ცვლიდა, მწვანე ტყეში კი უცვლელად სიჩუმე იდგა. ტყე არ შრიალებდა იმიტომ , რომ არც ერთ ხეს არ ება ფოთოლი. მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი და ციყვების ფუსფუსი არღვევდა სიჩუმეს.

გადიოდა დრო, ილეოდა მორიგი ცივი ზამთარი. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გადნა თოვლი და გამოჩნდა პატარა ხე. თავიდან იგი ვერავინ ვერ შეამჩნია. ერთ დღესაც გაისმა უცნაური ხმები _ შშშშშშშშშრრრრ.  ასეთი ხმა ამ ტყეში არავის სმენია.

თურმე იმ პატარა ხეს ფოთოლი გამოუსხამს და აშრიალებულა. გაკვირვებულმა ციყვებმა დაცქვიტეს ყურები.

-         ეს რა ხმაურია?  იკითხა დიდმა ხემ.

-          ასე თუ იხმაურა შევწუხდებით! – თქვა მეორემ.

-          მე მომწონს. –  უპასუხა მესამემ.

გადიოდა დღეები, ფოთოლა ხე შრიალებდა, მაგრამ მას არავინ ეხმაურებოდა. ის მარტო გრძნობდა თავს.

- Continue reading

Posted in ზღაპარი, საკითხავი | Tagged , , , , , , | Leave a comment

მგელი ნუჟრია

ეს ამბავი დიდი ხნის წინ, ერთ მთაგორიან ქვეყანაში მოხდა. იმ უხსოვარ დროში მაღალ მთებს უღრანი ტყე ფარავდა, მინდვრებზე კი მწვანე ბალახი ბიბინებდა. ამ მთებში  მეცხვარე კაცი ცხოვრობდა. ის  ყოველდღე მწყემსავდა ცხვრის ფარას. ცხვრები ბალახობდნენ, მეცხვარე კი ყურადღებით დარაჯობდა მათ. ადამიანმა იცოდა, რომ იქვე ტყეში ცხოვრობდნენ მშიერი მგლები. მათი ბელადი, რუხა მგელი კი, მუდმივად უთვალთვალებდა ფარას და თავდასხმისთვის ხელსაყრელ დროს ელოდა.

ერთხელაც მეცხვარე  წყაროზე გაემართა წყლის დასალევად. იმ დროს მთებში ზამთარი ახლოვდებოდა და  წყალი სიცივისგან გაყინული იყო. წყაროსთან მისული კაცი მოსრიალდა, წაიქცა და ფეხი მოიტეხა.  მეცხვარე გაჭირვებით წამოდგა, მაგრამ სიარული ვერ შეძლო. ამით მგლებმა ისარგებლეს, ფარას შეესივნენ და შეშინებული ცხვრები ტყეში გარეკეს. მწყემსი მიხვდა, რომ ფარას ვერ გადაარჩენდა და სახლისკენ ხოხვით წავიდა.

საცოდავ ცხვრებს მგლები დაეპატრონნენ. მშიერმა მტაცებლებმა ნახევარი ფარა შეჭამეს, დანარჩენი ცხვრები კი შორს, თავიანთ საცხოვრებელ ბუნაგთან წაასხეს. მგლებმა გადაწყვიტეს, რომ ფარა მთლიანად არ შეეჭამათ. მათ ცხვრების დამონება მოინდომეს. ამის შემდეგ თავად მწყემსავდნენ ფარას. ცხვრები კი,  მორჩილად ბალახობდნენ და მრავლდებოდნენ, შეჭმულ ფარას  ახლად დაბადებული ბატკნები ავსებდა. ასე მიდიოდა მათი ცხოვრება. მაძღარი მგლები  ცხვრებზე  ბატონობდნენ.

Continue reading

Posted in ზღაპარი, საკითხავი, Uncategorized | Tagged , , , , | Leave a comment

ორაგული, კალმახი

ეს ამბავი ერთ პატარა, ცივ მდინარეში მოხდა ეს მდინარე დიდი მთის ძირში მდებარე გამოქვაბულიდან იღებდა სათავეს შემდეგ გრუხუნით მიედინებოდა, ქვებს ეხეთქებოდა და მთებს შორის მიიკლაკნებოდა. ამ მდინარეში სხვადასხვაგვარი თევზები ცხოვრობდნენ მათ შორის ყველაზე დიდი და ძლიერნი კი კალმახები იყვნენ. მთის ცივი მდინარის ბატონ-პატრონი კალმახების ვერცხლისფერ-ჭორფლიანი სხეულები დღისით, მზის გულზე ხმლებივით ელავდნენ ანკარა წყალში. კალმახები მთის ძირიში, გამოქვაბულიდან გამომავალი მდინარის სათავესთან ცხოვრობდნენ. ისინი მთელ ცხოვრებას ბრძოლაში ატარებდნენ, ებრძოდნენ ყველაფერს: მდინარის სწრაფ დინებას, მკაცრ ცივ ზამთარს და ერთმანეთსაც კი. ამის გამო ჯგუფურად, ერთ გუნდად ცურავას იყვნენ მიჩვეულნი. ძალა ერთობაშიაო ამბობდნენ ისინი. გუნდის ბელადი წინ მიუძღოდა დანარჩენებს და მკაცრად სჯიდა ყოველგვარ ურჩობას. არც ერთ კალმახს არ ჰქონდა ცალკე, მარტო შორს გაცურვის უფლება, მაგრამ მუდმივად ესე არ გაგრძელდებოდა და ერთ დღესაც ერთმა ახალგაზრდა კალმახმა მოინდომა გაეგო სად მთავრდება მათი მდინარე. ამ კითხვის გაგონებაზე ბელადი განრისხდა და ცნობისმოყვარე კალმახს ბრაზით უპასუხა: მდინარის ბოლოს უშველებელი გველეშაპი ცხოვრობს და მის უზარმაზარ, მუდმივად გაღებულ საშინელ პირში ჩანჩქერად ჩაედინება ჩვენი მდინარე. იქ მისვლა არავინ გაბედოს ვინც კი წასულა უკან არავინ დაბრუნებულა ყველა გველეშაპის ხახაში მოხვდა, ბრძანა კალმახთა ბელადმა. კალმახებმა გააგრძელეს ერთად ცურვა, ცნობისმოყვარე თევზი კი უფრო დაინტერესდა, გადაწყვიტა თავის თვალით ენახა ყველაფერი და მარტომ გასცურა მდინარის ბოლოსაკენ. ეს რომ გაიგო ბელადმა გაბრაზდა, სად გაგონილა კალმახი მარტო ცურავდეს ! თქვა მან. მარტო მცურავი კალმახი მეორე დღეს არ დაბრუნდა, მესამე დღეს კი აღარც არავინ ელოდა, იფიქრეს ალბათ გველეშაპმა გადასანსლაო. იშვიათად თუ ახსენებდნენ ხოლმე, როგორც ურჩობის ცუდ მაგალითს.

Continue reading

Posted in ზღაპარი, საკითხავი, Uncategorized | Tagged , , , , , | Leave a comment

ხურმა

ეს ამბავი დიდი ხნის წინათ, ერთ პატარა სოფელში მოხდა. ამ სოფელში ცხოვრობდა ერთი გლეხ კაცი, რომელსაც ჰყავდა ერთი პატარა ვირი. ვირუკა ყოველ დღე პატრონის სასარგებლოდ შრომობდა, ზურგით ეზიდებოდა მძიმე ტვირთს. ვერც კი შეამჩნევდით ის რა ფერის იყო. ის მთლიანად მტვრით იყო მოსვრილი, მხოლოდ ყურებზე მოუჩანდა ლურჯი ბეწვი. ვირი დილიდან საღამომდე შრობდა და მიათრევდა ტვირთით დატვირთულ ურემს.
საღამოობით სახლისაკენ მიმავალ გზაზე ვირუკა ხედავდა ცხენებს, რომლებიც ჭენებით მიარბენინებდნენ უნაგირზე შემომჯდარ პატრონს. ვირუკა ოცნებობდა, მას ცხენად გადაქცევა და ლაღად სირბილი უნდოდა. მას მოსწყინდა მძიმე ტვირთის თრევა და პატრონისგან ზურგზე ჯოხის მორტყმით მწარე ტკივილის ატანა.
სახლში მისვლის შემდეგ კაცი ჯერ თვითონ ისაუზმევდა, შემდეგ ხმელ თივას მიუტანდა ვირუკას და თავისთვის ამბობდა: აჰა ჭამე თივა შე ვირო, ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო. ვირუკას ხშირად ესმოდა ეს გამოთქმა ადამიანებისგან და ფიქრობდა:რა ხილია ეს ხურმა და ნეტავ ერთხელ გმასინჯაო.
ვირუკას უნდოდა პატრონისგან როგორმე განთავისუფლება და ეზოდან სულ გზისკენ ეჭირა თვალი. ერთ საღამოსაც კაცს დაავიწყდა ვირის თოკით დაბმა, მანაც დრო იხელთა და ეზოდან გაიპარა.
ვირუკა გასცდა სოფელს და გაუდგა გზას. ცოტა იარა თუ ბევრი გათენებისას დაინახა გზის პირას მდგარი ხე რომელსაც ყვითელი ნაყოფები ესხა.მოშიებულმა ვირმა გასინჯა ტოტზე მობმული პატარა ნაყოფი, მაგრამ მწარე და უგემური ეჩვენა, დაანება თავი ამ ხეს და გააგრძელა გზა. ბევრი იარა თუ ცოტა მიადგა გზის განაპირა მდგარ ვაშლის ხეს. ეს ხე ჯადოსნური იყო და სასწაულისმომხდენ ვაშლებს ისხამდა. ზოგი ვაშლი წითელი, ზოგი ყვითელი, ზოგიც კი ნარინჯისფერი იყო. სწორედ ეს ბოლო გასინჯა ვირუკამ და მოხდა სასწაული, ვირუკა შეირხა, მტვერი ჩამოიბერტყა და ქათქათა თეთრი ფერის ლამაზ ბედაურად გადაიქცა. უკვე ცხენად ქცეულმა დაიჭიხვინა, იგრძნო ფეხებში ძალა და გახარებულმა ჭენებით მოკურცხლა. მას მოეწონა სწრაფად სირბილი და გზაზე შემხვერ წყლის გუბეებზე მარდად გადახტომა.
Continue reading

Posted in ზღაპარი, საკითხავი | Tagged , , , , , , , | Leave a comment